სოფელ სხვიტორში აკაკი წერეთლის იუბილე ქუთაისელმა მოსწავლეებმა აღნიშნეს

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში მწერლის 175 წლის იუბილე აღინიშნა. "ჩემი ხატია სამშობლო", - აღნიშნული სახელწოდების მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია სახლ-მუზეუმის ეზოში ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს. მწერლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში სასახლის მხატვრული კითხვისა და ქართული საკრავების შემსწავლელი წრის მოსწავლეები ჩაერთვნენ.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, მოსწავლეებსა და პედაგოგებს გაწეული საქმიანობისა და მონდომებისთვის მადლობა გადაუხადა სასახლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ია ვერულაშვილმა.
„რომ არა თქვენი მონდომება და ენთუზიაზმი, ეს ღონისძიება არ შედგებოდა. სასახლის ღერძი ხართ მოსწავლეები. თქვენთან ერთად მადლობა მინდა გადავუხადო პედაგოგებს დაუღალავი შრომისთვის. ჩვენთვის ეს ერთგვარი ტრადიციაა. კვლავ ასე გავაგრძელებთ, თუმცა ამჯერად უფრო დიდი მასშტაბებით,“ - განაცხადა ია ვერულაშვილმა.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პროგრამებისა და ინოვაციების ხელმძღვანელის მაგული ქავზინაძის თქმით, სასახლის პედაგოგებისა და აღსაზრდელების მიერ ცნობილი ქართველი მწერლებისა და პოეტების სახლ-მუზეუმებში ვიზიტი და მსგავსი ტიპის ღონისძიების გამართვა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს. აღნიშნული მიზნით სასახლის აღსაზრდელები და პედაგოგები გასულ წელს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში მდებარე გალაქტიონ ტაბიძის სახლ-მუზუემს ესტუმრნენ.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელი იუნესკომ აკაკი წერეთლის წლად გამოაცხადა.