Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რაზე ესაუბრა პრემიერის მრჩეველი ქუთაისის ვიცე-მერებს დახურულ კარს მიღმა

თარიღი : 4-10-2013, 13:00 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ცენტრალურ ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. ფრაქციის წევრის გია გოქაძის მიერ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, ორი დღის წინ ქუთაისის მერიაში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი მელაშვილი ქუთაისის ვიცე-მერებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. გოქაძის თქმით, მელაშვილი პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში დესანტად გამოგზავნა, რათა ქალაქში არსებული პოლიტიკური ვითარება გაეგო და ამბავი პრემიერთან ჩაეტანა.
"ასე იქცეოდნენ ბოლშევიკები, როცა კომისარს გზავნიდნენ სხვადასხვა ქალაქებში შიკრიკად, რათა გაეგოთ თუ რა ხდებოდა იმ ქალაქში. ეს არის პირდაპირი ჩარევა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივ თვითმმართველობაში. ქუთაისს კარგად ახსოვს, როცა მელაშვილი რამდენიმე თვის წინ პირველად ჩაერია ქუთაისის ცხოვრებაში და მან მერად ქუთაისს დიმიტრი კოპალიანი დაუნიშნა, რომელმაც რამდენიმე თვე გაძლო", - განაცხადა გია გოქაძემ.


ნანახია: 2416-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს ნაციონალი წევრის გია გოქაძის თქმით, ქალაქში ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პრემიერ–მინისტრის
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერად შოთა მურღულიას შესაძლო დანიშვნას ეხმაურება
დღეს ფრაქციის 5 წევრს უკვე დაწერინეს განცხადება და ხვალინდელი რიცხვით ატოვებინებენ ფრაქციას. გაუგებარია, ქვეყნის უშიშროების
ირაკლი მელაშვილი ირწმუნება, რომ ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ იტყუება, როცა მას მისი წევრების უშიშროებაში დაბარებასა და
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა თევდორაძე და ქუთაისის საკრებულოს ამავე სახელწოდების

ამინდი