Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"გრძელდება აბსურდის თეატრი სახელოწდებით - მოწმეთა დაკითხვა"

თარიღი : 25-10-2015, 14:33 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის პოლიციის მე-5 განყოფილებაში, ქალაქის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი გიორგი უკლება დაკითხვაზე დაიბარეს.
უკლებას თქმით, ის სამართალდამცავებმა რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტის შენობასთან „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერების მიერ გამართულ აქციაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მოწმის სახით დაიბარეს.

"გუშინ დედაჩემს ჩააბრეს უწყება და უთხრეს, რომ დაბარებული ვარ პოლიციის განყოფილებაში. დიდი ალბათობით, მე პოლიციის განყოფილებაში დამიბარეს ლორთქიფანიძის პიჯაკთან დაკავშირებით. მე ვარ ამ აქციის უშუალო მონაწილე და თვითმხილველი ყველა იმ დეტალისა, რაც მოხდა ამ აქციაზე,"- განაცხადა გიორგი უკლებამ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე, აღნიშნულ დაბარებებს პოლიტიკურ სარჩულს ადებს და აცხადებს, რომ მოქმედ ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის და ზოგადად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების საპყრობილეებში გამოკეტვა, ან მათი დაშინება სურს.

"გრძელდება კვლავაც აბსურდის თეატრი, სახელწოდებით "მოწმეთა დაკითხვა". 2 ოქტომრის აქციის თაობაზე, ამჯერად მე-8 მოწმე დაიბარეს. როგორც ჩანს, პოლიციასა და პროკურატურაში ოპოზიციის წევრების, ან კიდევ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დაბარება ჩვეულ ამბა იქცა,"- განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან "რუსთავის- 2"-ის მხარდამჭერებსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დათო ლორთქიფანიძის შორის ინცინდნეტი მოხდა, დეპუტატის თქმით, მას "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პიჯაკი შემოახიეს.


ნანახია: 1751-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პოლიციის შენობაში დაბარებულების თქმით, ისინი სამართალდამცავებმა რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტის შენობასთან „რუსთავი 2“
დეპუტატი პოლიციის განყოფილებაში 25 ოქტომბერს, 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის გია თევდორაძის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ის მძღოლები, რომლებსაც
თევდორაძის თქმით, მის ძმას დასავლეთ საქართველოში საოლქო პროკურატურის პროკურორმა ლადო ხურციძემ დაკითხვაზე დაბარების მიზეზად ის
როგორც topnews.com.ge-ს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურარტურაში დღეს

ამინდი