ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ აღინიშნა

იმერეთის რეგიონში სახალხო ზეიმი ამჯერად ტყიბულის მუნიციპალიტეტში გაიმართა.
"ტყიბულქალაქობისადმი" მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და მხარისა და ქალაქის პირველი პირები ესწრებოდნენ.
"ტყიბულქალაქობასათან" დაკავშირებით მუნიციპალიტეტის 9 თემის წარმომადგენლებს ადგილობრივი სამზარეულო და ფოლკლორი ჰქონდათ წარმოდგენილი.
სპეციალურად მოწყობილი კუთხეები მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს.
ქალაქში ასევე, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო და მოლბერტზე ხატვა გაიმართა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა წარმატებული სპორტსმენები სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.
სახალხო ზეიმი ტყიბულში სადღესასწაულო კონცერტით დასრულდა, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას.
დასკვნით კონცერტზე ტყიბულის საპატიო მოქალაქეებიც დასახელდნენ, რომლებსაც შესაბამისი სიგელები გადეცათ.