Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მე რომ ქუთაისის მერი ვიყო," - მირიან გოგებაშვილი

თარიღი : 25-10-2015, 01:08 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას სახელწოდებით: "მე რომ ქუთაისის მერი ვიყო". აღნიშნულ რუბრიკაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იღებენ, რომლებიც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს და გეგმებს გაგვაცნობენ. რუბრიკის მორიგი სტუმარი "სტუდენტთა უფლებების ლიგის" დასავლეთ საქართველოს ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მირიან გოგებაშვილია.

"მე რომ ქუთაისის მერი ვიყო, თავდაპირველად ქალაქის დამახინჯებულ იერ–სახეს მივხედავდი, ანუ ქუჩებს, რომლებიც ეკოლოგიურად რთულ ვითარებაშია, აუცილებლად გავწმენდდი და ქალაქში მეტ მწვანე რეკრეაციულ ზონას გავაკეთებდი. ასევე, რეკრეაიულ ზონებში აუცილებლად გავაშენებდი დასვენებისათვის პარკებს, სადაც ადგილობრივებს ექნებოდათ შესაძლებლობა საღამოობით სუფთა ჰაერზე დაესვენათ, ასევე ბავშვები გაესეირნებინათ. ვიბრძოლებდი იმისთვის, რომ ქუთაისი გამხდარიყო საპარლამენტი ქალაქი, ვინაიდან ეს სტატუსი ქალაქს მეტ დადებითს მოუტანს და ხელისუფლებას აუცილებლად მოვთხოვდი ადაპტირებულ ტრანსპორტს, რადგან ქალაქში მცხოვრები შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებისთვის გადაადგილება გამემარტივებინა. ამას თან მოსდევს ტრასპორტის პრობლემა, რომელზეც აუცილებლად ვიზრუნებდი. უპირველესად, ქალაქის ტრასპორტს დავუქვემდებარებდი ქალაქის მერიას, ვინაიდან მეტი კომფორტული და შეღავათიანი ტრანსპორტი შემეთავაზებინა მოქალაქეებისთვის. შეღავათებს დავუწესებდი სხვადასხვა სტატუსის მქონე ადამიანებს ( სტუდენტებს, სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებს და სხვებს). რაც მთავარია, ფეხით მოსიარულეებისთვის უსაფრთხოებას გავამკაცრებდი, რაც იმას გულისხმობს, რომ ზებრა გადასასვლელები არსებობს ქალაქში, თუმცა მძღოლები მას მხოლოდ ცენტრალურ ადგილში ემორჩილებიან. აქედან გამომდინარე, უკეთესი იქნებოდა ქუჩის ზემოთა გადასასვლელების გაკეთება, როს შემდეგ მძღოლიც და ფეხითმოსიარულეც მეტად დაცულია ( თბილისში არსებობს და საკმაოდ კომფორტულიცაა). მე რომ ქუთაისის მერი ვიყო, უპირობოდ მივხედავდი ახალგაზრდულ პრობლემებს და მაქსიმუმს გავაკეთებდი რომ შემეჩერებინა ქალაქიდან ახალგაზრდების გადინება. შევთავაზებდი დასაქმების შანსებს და სტაჟირების პროგრამებს, რათა მიეღოთ გამოცდილება. ასევე, სტუდენტებისთვის საზაფხულო დასაქმებებს გავაკეთებდი სხვადასხვა მიმართულებით, რათა ზაფხულში მაინც ჰქონდეთ სტუდენტებს გამოცდილების მიღების და თანხის გამომუშავების შესაძლებლობა. ასევე, ქალაქისთვის მნიშვნელოვანია ტურისტები რა მხრივაც მე ვიმუშავებდი, რათა ქალაქს მეტი ტურისტი ჰყოლოდა. ეს კი ქალაქს მეტად ცნობადს გახდიდა და შესაბამისად ამით ინვესტორებსაც მოვიზიდავდით, რაც ქუთაისს სიცოცხლის უნარიანობას შესძენდა. ჩემი მერობის შემთხვევაში, ყოველ სეზონზე დაგეგმილი იქნებოდა სხვადასხვა აქტივობა, რათა მოსახლეობას შეძლებოდა გართობა, დასვენება განუსაზღვრელად ასაკისა. კიდევ ბევრ რამეს შევცვლიდი, რათა ქუთაისი ყველაზე ადაპტირებულ და მაგარ ქალაქად მექცია, როგორც რიგით ქუთაისელს," - ამბობს მირიან გოგებაშვილი.

თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე topnewscomge@gmail.com -ზე თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და პროფესია. რუბრიკის სტუმრის მოსაზრებები საიტზე ეტაპობრივად ყოველ კვირას განთავსდება.


ნანახია: 2501-ჯერ

მსგავსი სიახლეები
]თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ
აღნიშნული რუბრიკაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ
"ამ ქალაქში მართლც ბევრი რამე გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბვვრია".
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ

ამინდი