ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი გია უკლება ქალაქის პოლიციის #5 განყოფილებაში დაკითხვაზე დაიბარეს. დეპუტატი პოლიციის განყოფილებაში 25 ოქტომბერს, 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. როგგორც Topnews.com.ge-ს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისში განუცხადეს, დაკითხვის მიზეზი სავარაუდოდ უმრავლესობის დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისათვის პიჯაკის შემოხევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება გახდა.
ცნობისთვის, უმრავლესობის დეპუტატისათვის შეურაცხყოფისა და პიჯაკის შემოხევის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიმდინარე თვეში სამი პირი დააკავეს. მათ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინცინდენტი ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე მოხდა.