"ბატონო დავით ვანს და ბაღდათს აერთიანებს: ეპარქია, რწმენა და უფალი, შესაბამისად ჩვენს ხალხს საჩხუბარი არაფერი აქვს"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დავით ლორთქიფანიძეს ბაღდათის საფეხბურთო გუნდ „საირმე“-ში პასუხობენ.
საფეხბურთო გუნდის ადმინისტრაციაში დეპუტატის იმ განცხადებას იწუნებენ, რომელშიც ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, ბაღდათის ცენტრალურ მოედანზე ჩანიშნულ ვანისა და ბაღდათის საფეხბურთო კლუბების შეხვედრაზე შესაძლოა მასპინძელთა მხრიდან სიტუაციის ესკალაცია მოხდეს.
„მაშინ, როდესაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი გეგეშიძის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამდებობის პირები 2 დღეა ინტენსიურად მუშაობენ 26 ოქტომბრის თამაშის დროს, უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის, დავით ლორთქიფანიძე ამ განცხადებებს აკეთებს. დასანანია, ნაცვლად იმისა, რომ ის იყოს კოორდინაციაში ორივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან და პირადად აკონტროლებდეს პროცესს, ის წინასწარმეტყველებს, რომ მოხდება სიტუაციის ესკალაცია.
ბატონო დავით ვანს და ბაღდათს აერთიანებს: ეპარქია, რწმენა და უფალი, შესაბამისად ჩვენს ხალხს საჩხუბარი არაფერი აქვს, რაც შეეხება სტადიონის ღობეს: ვანში როგორც მახსოვს ღობე არის, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი მაყურებელი შესულიყო მოედანზე, აქ ეს რომ არ მოხდეს ამის ზომები მიღებულია,“ - აცხადებენ საფეხბურთო გუნდში.
ცნობისთვის, ვანისა და ბაღდათის საფეხბურთო გუნდებს შორის გასულ წელს ბაღდათის ცენტრალურ მოედანზე გამართული შეხვედრა ჩაიშალა. შეხვედრის ჩაშლის მიზეზად მასპინძელთა მხრიდან სტუმრების შეურაცხყოფა დასახელდა.