ბაღდათში ხმაურიანი მატჩისთვის ემზადებიან-იგეგმება თუ არა საფეხბურთო მატჩის ჩაშლა?

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „საირმე“ ვანის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „სულორთა“-ნ შესახვედრად ემზადება. ორ გუნდს შორის მატჩი მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, ბაღდათის ცენტრალურ მოედანზეა ჩანიშნული.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი გეგეშიძის თქმით, „საირმე“ გათამაშებების ცხრილის ლიდერია, ხოლო დაგეგმილ მატჩზე გამარჯვების მოპოვება გუნდის პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს. როგორც გამგებელი ამბობს, საფეხბურთო მატჩისთვის მზადება აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. ირაკლი გეგეშიძე არ გამორიცხავს, რომ საფეხბურთო მატჩის მსველობისას რაიმე ინცინდენტს ჰქონდეს ადგილი, ამიტომ, მისი თქმით, საპატრულო პოლიციას დამატებითი ეკიპაჟების გამოყოფა სთხოვეს.
„გასულ წელს, როდესაც „საირმე“ და „სულორი“ ბაღდათის ცენტრალურ მოედანზე ხვდებოდნენ ერთმანეთს, ჩვენი ინტერესი იყო, რომ მატჩი მშვიდობიანად ჩატარებულიყო და ექსესების გარეშე მიმდინარეობდა კიდევაც მატჩი, მაგრამ მოულოდნელად მსაჯებმა გადაწყვიტეს აღარ გაეგრძელებინათ თამაში იმის გამო, რომ თითქოს ვიღაცამ რაღაცა წამოიყვირა. მაშინ მე აქტიურად ჩავერიე, რომ თამაში გაგრძელებულიყო, თუმცა ვანის გუნდის ფეხბურთელები ხუთ წუთში წასასვლელად გამზადებულები გამოვიდნენ და გვითხრეს, რომ სამ ქულას ჩავიწერთ თქვენი დამარცხებისთვისო. იგივე სიტუაციაა ეხლაც. უმრავლესობის დეპუტატმა დავით ლორთქიფანიძემ გააკეთა კომენტარი, რომ თითქოს ჩვენ აქედანვე ვემზადებით თამაშის ჩასაშლელად. ჩვენ გვინდა, რომ ლამაზი ღონისძიება ჩავატაროთ მაღალორგანიზებულად,“ - აცხადებს ბაღდათის გამგებელი.