თერჯოლის მუნიციპალიტეტში ღვინის ფესტივალი გაიმართა
თარიღი : 23-10-2015, 22:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ღვინის ფესტივალი გაიმართა.
მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ღონისძიებებს მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველი პირები ესწრებოდნენ.
ფესტივალზე მუნიციპალიტეტის 18 სოფელს სხვადასხვა სახეობის ღვინო და ადგილობრივი სამზარეულო ჰქონდა წარმოდგენილი.
ქალაქში ასევე, მხატვრების ნამუშევრების გამოფენა და სახალხო მსვლელობა მოეწყო. დღის ბოლოს კი საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას. თერჯოლაში ღვინის ფესტივალი უკვე მესამე წელია რაც იმართება, თუმცა წელს განსაკუთრებით მასშტაბურად აღინიშნა.