Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სფფ–ს გადაწყვეტილოებით ვანის საფეხბურთო გუნდი 3000 ლარით დაჯარიმდა

თარიღი : 23-10-2015, 21:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ვანის საფეხბურთო კლუბ „სულორს“ სანქციები დააკისრა.
გუნდს 3000 ლარიანი ჯარიმა და სტადიონს 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცი – ასეთია, სფფ–ს გადაწყვეტილება. კლუბს აღნიშნული სანქცია 21 ოქტომბერს, ვანის სტადიონზე მომხდარი ინციდენტის გამო დაეკისრა, სადაც ერთმანეთს მეორე ლიგაში მოასპარეზე ჩოხატაურის "ბახმარო" ვანის "სულორს" შეხვდა. თამაშის ფრედ დასრულების შემდეგ, „სულორის“ გულშემატკივრები შეიჭრნენ სტადიონზე და მსაჯს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, მოხდა კლუბის წარმომადგენლების შეჭრა მსაჯის ოთახში და გასახდელში.
მომხდარი ინციდენტის იმერეთის რეგიონალურ ფედერაციაში განიხილეს, სადაც მოსმენილი იქნა სხვადასხვა მხარეები: მსაჯი, დამკვირვებელი, დელეგატი და მხარეების წარმომადგენლები.
განხილვას სფფ-ს პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილიც დაესწრო. კობიაშვილმა დააფიქსირა, რომ უმკაცრესად დაისჯება ამ ინციდნეტში მონაწილე ყველა ადამიანი.
„ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო დავსწრებოდი ამ ინციდენტის განხილვას, რადგან მსგავსი შემთხვევები ხელს უშლის და აზიანებს ქართულ ფეხბურთს და უნდა იყოს აღმოფხვრილი. სამწუხაროდ, გულშემატკივრების მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუშვებელ ქმედებებს. ამიტომ მე მოვუწოდებ იმერეთის რეგიონალურ ფედერაციას და სამართალდამცავებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნას გამოძიებული ფაქტები და მიღებული იქნას მაქსიმალური ზომები. სამაგალითოდ დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც მსგავსი ქმედებით აზიანებს ქართულ ფეხბურთს. ეს არის დაუშვებელი“, - აცხადებს ლევან კობიაშვილი.
ვანის სტადიონზე მომხდარი ინციდენტის შედეგად, არასპორტული ქმედებისთვის საფეხბურთო გუნდის მწვრთნელები თემურ სულაბერიძე და დავით კუხიანიძეც დააჯარიმდნენ. აღნიშნულმა პირებმა 3 მატჩიან დისკვალიფიკაციასთან ერთად 800 ლარიანი ჯარიმა უნდა გადაიხადონ.


ნანახია: 1786-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრა ვანში, გრიგოლ ნიკოლეიშვილის სახელობის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.
მეუფე ორივე გუნდს, ასევე, მსაჯებს და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მიმართავდა თხოვნით, რომ "ფეხბურთი უნდა იყოს შეჯიბრი და არა
საპოვნელა უკვე ექვსი თვეა, რაც უმაღლეს ლიგაში გადავიდა და თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად სათანადო გარემოს საჭიროებს.
„თავისუფალი საქართველო“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ვეტერანი ფეხბურთელები ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტს „ტორპედოს“ მიმართ
„ჩანს, მავან ხალხს ქუთაისური ფეხბურთის დანგრევა უნდა,“ - ამგვარად აფასებს ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი
მისი თქმით, მას აინტერესებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებულ საფეხბურთო კლუბებს როგორ პირობებში უწევთ ვარჯიში და თამაშისთვის