1 500 ოჯახიანი სოფელი წყალტუბოში გზის არარსებობას უჩივის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში გზის მოწესრიგების სამუშაოები დაიწყო. სოფელი, სადაც ამჟამად 1 500 ოჯახი ცხოვრობს, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში უგზოობას უჩიოდა. ცუდ ამინდში გზის გარკვეული უბნები ერთიანად წყალით ივსებოდა და გზა გაუვალი ხდებოდა.
რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სოფელ ხომულში მომავალი თვიდან 600 მეტრი სიგრძის ბეტონის გზა იქნება. გზის დაგების პირველადი სამუშაოები (გადასწორება, სანიაღვრეების და კიუვეტების გაჭრა ) უკვე დაიწყო. აღნიშნული სამუშაოები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მამუკა მატარაძის ინფორმაიციით, სამუშაოები 2 ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი - 600 მ. გზის სამუშაოებისთვის 134 000 ლარი გამოიყო. მეორე ეტაპზე დაგეგმილია 2 კმ-მდე ბეტონის გზის დაგება.
„პროექტი უკვე შედგენილია და მოწონებული. მთავარია, რომ ამ სოფლის მოსახლეობას, რომელიც თავის მხრივ 4 სოფელს უკავშირდება, გზა ჰქონდეთ კარგი,“ - განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა.