სამტრედიაში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ქათმები უწოდეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ოფისის შენობას უცნობმა პირებმა წითელი საღებავი ესროლეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ოფისთან ასევე გაკეთებულია შემდეგი წარწერები: "საქათმე, მკვლელებო, ქათმებო". შეღებილია "ნაციონლების" ოფისთან მდებარე ბანკ "რესპუბლიკა"-ს ლოგო და ბანკის კუთვნილი ავტომანქანა. შემთხვევის ადგილას გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია.