„სევდის საგზალი“- ქუთაისის ახალგაზრდული თეატრის პრემიერა მესხიშვილის თეატრში

ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში ქუთაისის ახალგაზრდული დასის სპეკტაკლი- "სევდის საგზალი" დაიდგა. რეჟისორმა გიგა მიქაძემ სპეკტაკლი ალექსანდრე ყაზბეგის "ხევისბერი გოჩას" მიხედვით დადგა.
"თავდაპირველად ეს სპექტაკლი 2006 წელს დაიდგა ქართულ სცენაზე. 2007 წელს თურქეთში და საფრანგეთში. საერთაშორისო ფესტივალებზე საუკეთესო სპექტაკლის სტატუსი მოიპოვა. "სევდის საგზალის" დღევანდელი შემადგენლობა სრულიად ახალია. 2 თვე ვმუშაობდით და ვფიქრობ სპექტაკლი შედგა. სამომავლოდ, კიდევ ბევრ სიურპრიზს მოვუწყობთ ჩვენს მაყურებელს,"- აცხადებს სპექტაკლის რეჟისორი გიგა მიქაძე.
რეჟისორის მსგავსად ფიქრობენ სპექტაკლის მონაწილეებიც.
"დღეს გვქონდა პრემიერა "სევდის საგზალის" მესხიშვილი სცენაზე და ვფიქრობ, რომ წარმატებით ჩაიარა. ვასრულებდი ძიძიას როლს, რაც ჩემთვის იყო ძალიან საპასუხისმგებლო. ძალიან ვღელავდით ყველანი, რადგან ეს ახალგაზრდული თეატრის ახალი ნაკადის პირველი პრემიერა იყო. ვფიქრობ, რომ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა,"-ამბობს სპეკტაკლის ერთ-ერთი მონაწილე მარიამ იამანიძე.