ქუთაისში ნაციონალების ოფისი წითლად შეღებეს
თარიღი : 22-10-2015, 12:15 | კატეგორია: ---
ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობი"-ს ოფისი წითელი საღებავით შეღებეს.
"მკვლელები",- ასეთია ის წარწერა, რომელიც ოპოზიციური პარტიის ოფისის შენობაზე ამ დროისათვის უცნობმა პირებმა ღამით გააკეთეს. შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებთან მოქალაქეთა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე დღის წინ სოციალურ სივრცეში "ნაციონალები"-ს მმართველობის პერიოდში ადამიანთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალები გავრცელდა.
ცნობისთვის, შენობაში, სადაც "ნციონალური მოძრაობი"-ს ქუთაისის ორგანიზაციის ოფისის განთავსებული, ქუთაისის მერიის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაც მდებარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში Topnews.com.ge-ს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.