ღამურების თავშესაფრად ქცეული, ხელისუფლებისგან დავიწყებული მღვიმე ტყიბულის რაიონში

ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული 13 -სართულიანი მღვიმე ხელისუფლებისგან ყურადღებას საჭიროებს.
მღვიმე ქუთაისიდან 24 კილომეტრში, სოფელ ცუცხვათში მდებარეობს. მრავალსართულიანი მღვიმური კომპლექსის სხვადასხვა სართულზე შუა პალეოლითის ხანის არქეოლოგიური ძეგლები გვხვდება. გარდა ამისა, მღვიმის მეხუთე სართულზე აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის ნივთები, ხოლო მეთერთმეტე სართულზე -პირველყოფილი საკულტო საგნები.
მღვიმე, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობისაა, საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი, რადგან როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო, ადგილზე ტურისტებისთვის მისვლა თითქმის შეუძლებელია.
"საშინელი გზებია. მღვიმემდე მისვლა თითქმის შეუძლებელია. თუ გზას გააკეთებენ და იქამდე ტურისტები მივლენ, სოფელი ამოისუნთქავს, რადგან ზოგი ტურისტი სოფელში დარჩება, ზოგი გლეხი რაღაცას გავყიდით და ასე,"- აცხადებს ადგილობრივი ლენა აბაშიძე.
ტყიბულის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა სოფელ ცუცხვათში 2017 წლამდე მოწესრიგდება, ხოლო რა ბედი ელის 13 სართულიან უნიკალურ მღვიმეს, რომელიც ამ ეტაპზე ღამურების თავშესაფრად არის ქცეული, უცნობია.