Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" ქუთაისის ბაღებში მიმდინარე პროცესებზე კვლევა ჩაატარა

თარიღი : 21-10-2015, 12:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" ქუთაისის ბაღებში მიმდინარე პროცესებზე კვლევა ჩაატარა
კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, ქუთაისის ბაღებში განხორციელებული რეფორმა, ფორმალური იყო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონული კოორდინატორის ზურაბ ზამბახიძის თქმით, ბაღებში გაუქმებული და შემდეგ შექმნილი შტატები ფუნქციურად მსგავსია. მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ვერ მოხდა იმის დასაბუთება, თუ რატომ იყო საჭირო რეორგანიზაცია ქუთაისის ბაღებში.

„მოგეხსენებათ, რომ ქუთაისის ბაღებში რეორგანიზაცია ჩატარდა, რის გამოც, ბაღების დირექტორებმა ჩვენ მოგვამრთეს. ჩვენმა იურისტებმა, მათ სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს. მიმდინარე პროცესებზე ჩვენ ჩავატარეთ კვლევა. რეორგანზიაციის ფარგლებში, რამდენიმე ადგილი ვაკანტური დარჩა, მაგრამ ის ადგილები რეორგანიზაციის ფარგლებშივე შეივსო. აქედან გამომდინარე, რეალურ შემცირებას ადგილი არ ჰქონია. რეორგანიზაციის ფარგლებში გაუქმდა და დაემატა რამდენიმე შტატი, თუმცა, ამ შტატებს შორის არის ფუნქციური მსგავსება. ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს აუცილებლობა იმისა, რომ მსგავსს სიტუაციებში დაასაბუთოს ის გარემოები, რის გამოც აუცილებელი გახდა რეორგანიზაცია",- აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იურისტი ზურაბ ზამბახიძე.


ნანახია: 2030-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსის ფიქრია ჭლიკაძის თქმით, კვლევა ჩაუტარდა სასმელი წყლის 5 სინჯს
ქუთაისის მერი შოთა მურღულია ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად, რამდენიმე ბაღში მივიდა, სადაც საუზმის მომზადების
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებში რეორგანიზაცია დასრულდა.

ამინდი