ქუთაისში ე.წ „სტაიანშიკები“ შესაძლოა თაღლითობის ბრალდებით დააკავონ

ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ბოლომდე, ქალაქში ავტომობილების პარკირება ქალაქის მთელ ტერიტორიაზე უფასო იქნება.
ქალაქის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის ირაკლი გიორგაძის თქმით, პირი არ არის ვალდებული გადაიხადოს პარკირების ღირებულება მიმდინარე წლის ბოლომდე, შესაბამისად, სხვადასხვა ქუჩაზე არსებული ე.წ "სტაინაშიკების" მხრიდან თანხის მოკრება კანონდარღვევაა.
მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლების აკრძალვისა, ტერიტორიაზე კვლავ ხდება პარკირების საფასურის აკრება ცალკეული იურიდიული თუ პიზიკური პირების მიერ.
"სტაიანშიკების" უკანონო ქმედებებზე, შსს პრესსამსახურში topnews.com.ge-ს განუცხადეს, რომ პირს, რომელსაც "სტაიანშიკი" ფულს მოსთხოვს, უფლება აქვს მიმართოს პროკურატურას, ამის შემდეგ კი, პროკურატურა განსაზღვრავს დანაშაულის კვალიფიკაციას, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაა ეს თუ თაღლითობა. თუ უკანონო სამეწარმეო საქმიანობაა, ამ შემთხვევაში საქმით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაინტერესდება, ხოლო თაღლითობის შემთხვევაში, ძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიწყებს.