"ღვარცოფი მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში შესდიოდა,"- სპეციალური სერვისები მოსახლეობას პრობლემას უგვარებს
თარიღი : 20-10-2015, 15:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები ქუთაისის მასშტაბით ინტენსიურად გრძელდება. ააიპ "სპეციალური სერვისები"-ს თანამშრომლებმა გაწმენდითი სამუშაოები ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოსა და დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელეს.
აღნიშნული ტერიტორიიდან სამუშაოებმა სოლომონ პირველისა და სოლომონ მეორეს ქუჩებზე გადაინაცვლა. მოცემული ქუჩების კვეთასთან ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები"-ს წარმომადგენლებმა მიწისქვეშა სანიაღვრე არხების მოწყობა და არსებულის რეაბილიტაცია უზრუნველყვეს. აღნიშნულ ქუჩებზე ინტენსიური წვიმების შედეგად ზემოდან წამოსული ღვარცოფი მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში შესდიოდა და პრობლემებს უქმნიდა. სამუშაოების განხორციელებას ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები" დღეს შეუდგა და უახლოეს მომავალში დაასრულებს.