იმერეთში „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

საპარლამენტო უმცირესობის წევრი და "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის თავმდჯომარე გია თევდორაძე, გუშინ პარტიის ოფისთან მომხდარ ინცინდენტს ეხმაურება.
თევდორაძის თქმით, იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებს, ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიიის ოფისის დარბევა სურდათ.
გიორგი თევდორაძის თქმით, პარტია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და ხალხის ნების გამოხატვით დღევანდელი ხელისუფლების შესაცვლელად ემზადებიან.
"მინდა აღვნიშნო, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ოფისები მთელი იმერეთის მასშტაბით, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. გუშინ ჩვენს პარტიაზე ხელისუფლების მხრიდან შემოთავაზებული იყო ეგრეთ წოდებული სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობა. მათ მოიყვანეს მერიის და გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც თავს აღშფოთებულ ქუთაისლებად ასაღებდნენ. იმ პირობებში, როდესაც სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიას გაუჩნდა რეალური საფრთხე, ჩვენ არ გვრჩება სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ გაცილებით უფრო ქმედითად და შრომისუნარიანად ვიმუშაოთ იმ მიმართულებით, რომ ხალხის მეშვეობით ერთხელ და სამუდამოდ შევცვალოთ უუნარო და სამარცხვინო ხელისუფლება, რომლის მიზანი ქვეყნის უკან, 90-იან წლებში დაბრუნებაა,"- აცხადებს გიორგი თევდორაძე.