Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„პოლიტიკური პარტიების“ შეხვედრები მოსახლეობასთან დასრულდა

თარიღი : 20-10-2015, 12:43 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პროექტის -"პოლიტიკური პარტია" ფარგლებში სიმულაციურმა პარტიებმა წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრები დაასრულეს.

სიმულაციური თამაშის სამმა პარტიამ („ახალი თაობა“, „სოციალ-დემოკრატიული პარტია“, „საქართველოს ლიბერალური პარტია“) მოსახლეობასთან შეხვედრები ქუთაისის სხვადასხვა საარჩევნო უბანში გამართა. მათ პარტიების საარჩევნო პროგრამები პირადად გააცნეს ადგილობრივ მოსახლეობას.

მოსახლეობასთან შეხვედრები პროექტის მეორე ფაზის მთავარი მიზანი იყო. აქვე აღვნიშნავ, რომ პროექტი „პოლიტიკური პარტია“ 3 ფაზად არის დაყოფილი და წინ კიდევ 1 ფაზა დარჩა, რაც არჩევნების ჩატარებას მოიაზრებს.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლო შეხვედრა გამარჯვების, უქიმერიონისა და ავტოქარხნის საარჩევნო უბანში გაიმართა.

„უშუალოდ შეხვედრა წარიმართა დიალოგის რეჟიმში. ამომწურავად ვუპასუხეთ მოსახლეობის მიერ დასმულ ყველა კითხვას. ამ ეტაპზე ამ შეხვედრით მოვრჩით ხალხთან შეხვედრებს და გადავდივართ ახალ ეტაპზე რასაც ჰქვია არჩევნებისთვის მომზადება. ვიმედოვნებთ, რომ ამ არჩევნებში უმრავლესობით გავიმარჯვებთ.“ - ამბობს სიმულაციური პოლიტიკური პარტიის „ახალი თაობა“ ლიდერი, თორნიკე მიქაბერიძე.

http://topnews.com.ge/photo/news/20151020123820.png


არჩევნებში გამარჯვების მოლოდინი ასევე გააჩნია „საქართველოს ლიბერალური პარტიის“ ლიდერს თიკო თათელიშვილს.

„ჩვენ შეხვედრა უქიმერიონის საარჩევნო უბანზე გავმართეთ. მე ძალიან დიდი კმაყოფილება მინდა გამოვთქვა შეხვედრით, იყო მაღალი აქტივობა ჩართულობის. იყო ბევრი კითხვა. იმედი მაქვს, ვისაც ვესაუბრეთ და გავაცანით ჩვენი საარჩევნო პროგრამა უკვე მოვლენ არჩევნებში და მოგვცემენ ხმას.“ - განაცხადა თიკო თათელიშვილმა.

http://topnews.com.ge/photo/news/20151020123715.png


შეხვედრებზე დასწრების მაღალი აქტივობის გამო სიმულაციური პოლიტიკური პარტიის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ ლიდერი გიორგი ტეხოვი ფიქრობს, რომ მისი გუნდი არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს.

„ჩვენ ვიყავით გამარჯვების სარჩევნო უბანზე და მოსახლეობასთან ვისაუბრეთ სენსიტიურ თემებზე. მათ შორის სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ. ე.წ. ზასტავის მაცხხოვრებლები დაინტერესდნენ პრობლემების მოგვარების ჩვენეური ხედვების შესახებ. აქტივობა მომსვლელების შეხვედრებზე მაღალია და ჩვენ ყველაფერს გავაკეტებთ, რომ არჩევნებში გავიმარჯვოთ.“ – ამბობს გიორგი ტეხოვი.

http://topnews.com.ge/photo/news/20151020123921.png


შეხვედრების მიზანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პროგრამების, პოლიტიკური იდეოლოგიის მოსახლეობისთვის გაცნობაა. ასევე არჩევნებში ხალხის მოზიდვა და მეტი ხმის დაგროვებაა, პარლამენტში უმრავლესობით მოხვედრის მიზნით.

„პროექტის „პოლიტიკური პარტია“ ფარგლებში სიმულაციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა დაასრულეს საარჩევნო კამპანია, რომელიც მოიაზრებდა ქუთაისის უბნებში მოსახლეობასთან შეხვედრებს. ამ შეხვედრების მიზანი იყო, პროექტის მონაწილეებს შეესწავლა საარჩევნო კამპანიის დაგეგმვა, ამომრჩევლებთან ურთიერთობა და მათთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობა. ქუთაისის თითქმის ყველა უბანში იყვნენ და უშუალოდ პირადად შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. წინ კიდევ უფრო საინტერესო ფაზა ელით სამივე სიმულაციურ პოლიტიკურ პარტიას – არჩევნების გამართვა," – აცხადებს პროქტის კოორდინატორი გვანცა თოთაძე.

პროექტს სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით ახორციელებს. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას 6 პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი იღებს. პროექტი 6 -თვიანია და მისი მიზანია: ხელი შეუწყოს რეგიონში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთების არჩევნებთან დაკავშირებული პროცედურების მიმართ ცოდნის ზრდას და ამორჩევლებთან მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწას.


ნანახია: 1900-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სიმულაციურ ჯგუფ საქართველოს ლიბერალური პარტიის წარმომადგენლები საფიჩხიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდნენ.
პოლიტიკური პარტია არის სიმულაციური თამაში, რომლის განმავლობაში მონაწილეები ქმნიან სიმულაციურ პოლიტიკურ პარტიებს, განსაზღვრავენ
6 -თვიანი პროექტის მიზანს რეგიონში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთების არჩევნებთან დაკავშირებული პროცედურების
4 -დღიანი ბანაკი დასრულებულდა და 3 სიმულაციური პარტიაც შეიქმნა.
30 მონაწილით დაკომპლექტებული გუნდის შეხვედრა დღეს, RICDOG-ის ოფისში გაიმართა. შეხვედრას საინფორმაციო-გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.

ამინდი