იპოთეკით დაზარალებულთა აქცია და მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს
თარიღი : 3-10-2013, 15:55 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან იპოთეკური სესხებით დაზარალებულები საპროტესტო აქციას მართავენ. დაზარალებულები საპარლამენტო უმრავლესობას და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ, მიიღონ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც იპოთეკით დაზარალებული ადამიანების საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლება შეჩერდება. "უკვე ოცდამეერთე დღეა, ჩვენი მეგობრების ნაწილს პარლამენტთან კარვები აქვთ გაშლილი და შიმშილობენ. ისინი მოითხოვენ, ერთადერთი გადახურული არ წაართვას სახელმწიფომ. "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ეს იყო, რომლის შესრულებაც ახლა აღარ უნდათ", - აცხადებს აქციის მონაწილე მანანა ინანეიშვილი. ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებიდან იპოთეკით დაზარალებული ადამიანები გუშინ ღამით, პარლამენტთან სანთლებით შეიკრიბნენ.