ქუთაისში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე 50 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს
თარიღი : 19-10-2015, 18:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეჭრას ცდილობდა, 50 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ოთარ ლორთქიფანიძე ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან იერსახის დამახინჯების გამო, სამართალდამცავებმა რამდენიმე საათის წინ დააკავეს. მისი სასამართლო პროცესი კი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
როგორც topnews.com.ge-ს შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ლორთქიფანიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით დააკავეს, რაც თვითმმართველი ერთეულის იერ-სახის დამახინჯებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან „ქართული ოცნების“ ასეულობით მხარდამჭერი შეიკრიბა, რომლებმაც შენობას კვერცხები, ცოცხები და ყავარჯნები ესროლეს. მათ ასევე ოპოზიციური პარტიის წინ სპეციალური საღებავებით ცოცხები დახატეს.