"ეს ადამიანები იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული საჯარო მოხელეები იყვნენ"

ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" რაიონულ ორგანიზაციის ოფისთან შეკრებილი აქციის მონაწილეების პროტესტს, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამოეხმაურნენ.
პარტიის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის დავით გოგისვანიძის თქმით, "ქართულ ოცნებას" სურს დაამტკიცოს, რომ ის რეალურ ძალას წარმოადგენს, რის გამოც ის მსგავს ხერხებს მომავალშიც სისტემატურად მიმართავს.
„ოფისში პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრები ჩვეულებისამებრ ვიყავით შეკრებილები. პარტიის ოფისთან კი სამართალდამცველების შეკრება შევნიშნეთ. ამის შემდეგ კი იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან შეკრებილი ასობით ადამიანი მოვიდა და შეეცადნენ პარტიაში შემოჭრას. ეს იყო მიზანმიმართული ქმედება ამ ადამიანებისგან", - აცხადებს დავით გოგისვანიძე.
აქციაზე სამართალდამცველებმა "ქართული ოცნების" ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე დააკავეს.
როგორც პოლიციის პრესსამსახურში აცხადებენ, საქმე 150-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.