ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის ოფისის დარბევას ცდილობენ

ამ წუთებში ხმაურია ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობი"-ს ოფისთან. ოფისის წინ მოქალაქეები ცოცხებითა და კვერცხებით იმყოფებიან. ისინი აცხადებენ, რომ ის პარტია უნდა დაარბიონ, რომლის წევრები 9 წლის განმავლობაში ხალხს აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. ვითარების განმუხტვას ადგილზე მყოფი სამართალდამცავები ცდილობენ.
