"პატრიარქის მოწოდება მიგრანტი ქალებისადმი უკიდურესი ცინიზმია," -აქცია საპატრიარქოსთან

"არა მიზოგინიურ კამპანიას," - ამ მოწოდებით 20 ოქტომბერს, 13:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოსთან მიგრანტი ქალების მხარდამჭერი აქცია იმართება. ქალთა მოძრაობის მიერ დაანონსებული აქცია საქართველოს კათოლიკოს პარტიარქის იმ ქადაგებას ეძღვნება, რომლის საშუალებითაც პატრიარქმა საქართველოდან საზღვარგარეთ სამუშაოდ წასულ ქალებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოდან ქალების მიგრაციის ძირითადი მიზეზი მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობებია. ქალები საკუთარი ოჯახებისა და შვილების მომავლის გადასარჩენად მიდიან.
არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან წასული მიგრანტების რაოდენობა მილიონნახევარია და მათგან 65% ქალია, რომელთა ოჯახების შემოსავალს ან მის დიდ ნაწილს ამ ქალების გზავნილები შეადგენს.
"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე ამ ქალების შრომას მანკიერს უწოდებს და 2015 წლის 18 ოქტომბრის ქადაგებაში ქალებს შვილების მიტოვებაში ადანაშაულებს: ”დღეს შემოვიდა საქართველოში მანკიერი წესი დედები ტოვებენ თავის ოჯახებს, მიდიან უცხოეთში და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩება.
მართლმადიდებლი ეკლესია საქართველოს ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი და ამ ქალების ჯიბეებიდან ყოველწლიურად ფინანსდება 25 მილიონით, არც ბიზნესებისთვის იხდის რაიმე გადასახადს და არც რაიმე მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებს ახორციელებს. ამ ფონზე მისი მოწოდება მიგრანტი ქალებისადმი - „დაბრუნდით სახლში, სახლში უკეთესია” - უკიდურესი ცინიზმია.
საქართველოს პატრიარქის ქადაგებები და ეპისტოლეები სხვა დროსაც ხშირად გამოირჩევა ქალთმოძულეობითა და მიზოგინიით. მოდი და ერთად გავაპროტესტოთ ქალების წინააღდეგ ეკლესიის სახელით გამოცხადებული ღია მიზოგინიური კამპანია!," -ნათქვამია განცხადების ტექსტში.