ქუთაისის მერიამ იმიჯის დისკრედიტაციისათვის შესაძლოა სასამართლოს მიმართოს
თარიღი : 19-10-2015, 14:09 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმათველობის ქონების მართვის სამსახური მედიაკავშირ "ობიექტივ"-ს პასუხობს. სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2015 წლის 9 ოქტომბერს არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“-ს ეთერში გავიდა არასწორი ინფორმაცია ქუთაისის მერიის მიერ მიწის ნაკვეთების კანონდარღვევით განკარგვასა და ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საკითხთან დაკავშირებით.
"მედია-კავშირ ,,ობიექტივვის“ ვიდეო მასალაში მოყვანილია ფაქტები, რომელიც აბსოლუტურად დაცილებულია ობიექტურ ჭეშმარიტებას. ვიდეო რგოლი ქუთაისის მერიის იმიჯის დისკრედიტაციას ითვალისწინებს, რომელზეც გვსურს სამართლებრივი რეაგირება მოვახდინოთ. გვაქვს გონივრული ეჭვი,რომ ამ ქმედების უკან დგას პოლიტიკური პარტია,,საქართველოს პატრიოტთა ალინსი“. შესაბამისად მედია-კავშირ ,,ობიექტივს“ ვურჩევთ დაინტერესდეს 2013 წელს ,, საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ქუთაისში როგორ გაასხვისა ათობით სკვერი და ტროტუარი. თუკი მედია-კავშირი არ შეწყვეტს სიცრუის ტირაჟირებას ქუთაისის მერია იძულებული გახდება სასამართლოს მიმართოს. მედია-კავშირ,,ობიექტივს“ ეგზავნება წერილი, რომელსაც თან ერთვის ყველა დოკუმენტაცია, რაც ვიდეო-რგოლში მოყვანილ არასწორ ფაქტებს ადასტურებს ," - ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.