Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ჩვენი ყოველდღიური ანაზღაურება 9 ლარს შეადგენდა," -აქცია ინდუსტრიულ ზონასთან

თარიღი : 19-10-2015, 12:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წინ აქცია გაიმართა. აქციაში ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე მდებარე ავეჯის ფაბრიკაში დასაქმებულები მონაწილეობდნენ. ისინი იმ ყოველდღიურ ანაზღაურებას აპროტესტებდნენ, რასაც ავეჯის ფაბრიკაში იღებენ.

"ჩვენი ყოველდღიური ანაზღაურება 9 ლარს შეადგენდა, რაც ჩვენს უკმაყოფილებას იწვევდა. ამიტომ გავმართეთ აქცია. უნდა ითქვას, რომ აქციამ შედეგი გამოიღო. ხელმძღვანელმა დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნები და გაგვიზარდა ანაზღაურება,"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ცნობისთვის, ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გასულ კვირას გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ჩინეთის დელეგაცია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ინფრასტრუქტურის და ფინანთა მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის დადგენილებით, ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას თიზ-ის სტატუსი 30 წლით, 2045 წლამდე მიენიჭა. ზონა ქუთაისში 36 ჰექტარზეა განთავსებული.

თამუნა სხულუხია


ნანახია: 2445-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გახსნის ცერემონიას ჩინეთის დელეგაცია , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ინფრასტრუქტურის და ფინანთა მინისტრის
"ჰუალინგის" თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა.
გამოშვებული პროდუქცია 100 პროცენტით საექსპორტო იქნება.
თიზ-ში ასევე იგეგმება სამშენებლო მასალების წარმოება.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) წარმოადგენს ტერიტორიას, სადაც მოქმედებს სპეციალური საგადასახადო რეჟიმი კომპანიის საქმიანობის
სასტუმროს დახურვის მიზეზად დაწესებულებაში სტუმრების მცირე რაოდენობა სახელდება.

ამინდი