Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ვწვალობთ, შემოქმედ ხალხს არ აქვს დაფასება," - მხატვრების პრობლემები იმერეთში

თარიღი : 19-10-2015, 12:40 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შესაბამისი პირობებისა და ფინანსური რესურსის არარსებობა, შემოქმედი ხალხის მიმართ სახელმწიფოს ნაკლები ყურადღება და მყიდველის გარეშე დარჩენილი ნამუშევრები-ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც იმერეთის რეგიონში მოქმედი მხატვრები უჩივიან. Topnews.com.ge-სთან საუბარში ხელოვანები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე საკუთარი სიამოვნებისთვის ხატავენ, რადგან შემოქმედ ხალხს დაფასება არ აქვს.

"ჩვენ ვწვალობთ. საღებავი იყიდე, ტილო შეიძინე და ბოლოს რა? არაფერი. შეიძლება ითქვას, რომ ახლა ჩვენ ჩვენი სიამოვნებისთვის ვხატავთ. მხატვრებს გვაძლევენ რაღაც მიზერულ თანხას, რომელიც თუ რეგიონიდან მოდიხარ ქალაქში გამოფენაზე, გზის ფულად არ გეყოფა. კარგი იქნება თუ სახელმწიფო რაიმეს მოიმოქმედებს ამ კუთხით. მე პირადად როგორც მხატვარი არ ვარ უკმაყოფილო, მაგრამ ჩემს რაიონში, ვანში, არიან ისეთი მხატვრები, რომლებსაც ქუთაისში ჩამოსვლის და ნამუშევრების ჩამოტანის საშუალებაც არ აქვთ," - ამბობს მხატვარი თამაზ მიქაბერიძე.

"სასურველია უფრო ხშირად იმართებოდეს მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში მარტო მხატვრობით თავს ვერ ირჩენ. სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს ამისთვის? ისევ იქ მივდივართ, რომ სამუშაო ადგილები არსებობდეს. ყველა მუშაობდეს, ყველას თავისი საქმე ჰქონდეს და რა თქმა უნდა ამით ჩვენც მივიღებთ სარგებელს. ფული არ აქვს ხალხს და ეს არის მთავარი მიზეზი რომ არ იყიდება ნახატები ისე, როგორც უნდა იყიდებოდეს," - ამბობს მხატვარი ნინო რობაქიძე.

როგორც ირკვევა, მხატვრებს იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში მეტ-ნაკლებად მსგავსი პრობლემა აქვთ. ზემოთჩამოთვლილი საჭიროებების გარდა, ქუთაისში სამხატვრო სკოლისათვის შესაბამისი პირობების შექმნას ითხოვენ.

"ქუთაისელ მხატვრებს პრობლემები ბევრი გვაქვს და განებივრებულები ნამდვილად არ ვართ. სამხატვრო სკოლა იყო, ლიცეუმი, ინსტიტუტი და უფრო ჩქეფდა ცხოვრება. ბავშვებსაც უკეთესი პირობები ჰქონდათ. სამხატვრო სკოლა არსებობდა ამჟამიმდელ კინო "სულიკოს"-თან და სპეციალურად გათვლილი, დაგეგმარებული იყო ის მხატვარი ბავშვებისთვის. დღეს კი ის სკინიგზის სადგურთანაა და არ არის სტანდარტები დაცული. ამიტომ რამდენიმე წელია ვითხოვთ დაგვაბრუნონ ძველ სკოლაში, მაგრამ უშედეგოდ. ადრე უფრო დიდი იყო ინტერესი მხატვრობისადმი. სახელმწიფოს მხრიდან რაღაც უნდა გაკეთდეს ამ კუთხით. აუცილებელია მთავროობის აქტიურობა. ხშირად უნდა იმართებოდეს გამოფენები, იყოს გასვლითი ღონისძიებები თბილისში, სხვადასხვა რეგიონში," - ამბობს მხატვარი დიტო ყურაშვილი.

"ქუთაისში გვქონდა ძალიან საინტერესო ხელოვნების ინსტიტუტი, რომელიც "ნაციონალები"-ს დროს დაინგრა და დღემდე ველოდებოდით მის აღდგენას უშედეგოდ. სამუდამოდ დაინგრა ის სამხატვრო ინსტიტუტი, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს კვებავდა. მხატვრებს არაფერი არ გვაქვს შემოსავალი. ჩემს ნახატებს ვერ ვყიდი იმიტომ კი არა, რომ ნამუშევარს უჭირს, არამედ საქართველოს უჭირს. ხალხს არ აქვს შესაძლებლობა იყიდონ. თავის დროზე სახელოსნო გავყიდე იმის გამო, რომ მისი შეკეთებისთვის საჭირო სახსრები არ მქონდა, მერიამ კი დახმარება არ გამიწია. სახელმწიფომ ხელოვან ხალხს როგორმე უნდა უშველოს. მე მივდივარ ქუთაისიდან იმიტომ, რომ აქ ვერაფერი ვერ გავაკეთე," - ამბობს მხატვარი თამაზ ჭეიშვილი.

იმერეთის რეგიონში მომუშავე მხატვრები პრობლემების ფონზე უკვე მერამდენე ახალ დღეს ხვდებიან, თუმცა იმედოვნებენ, რომ ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ ბიუჯეტის პრიორიტეტად აღებული სოციალური სფეროს გარდა, ბიუჯეტი მინიმალური ნაწილი მაინც შემოქმედთა სასარგებლოდ გადანაწილდება.

"სახელმწიფო მხატვრებს, ისევე როგორც არავის და არაფერს ყურადღებას არ აქცევს. პრობლემა ბევრია, ალბათ სამომავლოდ ეს ყოველივე გამოსწორდება. თითოეულ ინდივიდუალურ მხატვარს სჭირდება დახმარება. მხატვრობა არის ხელოვნება და მას სხვა დამოკიდებულება და მიდგომები ჭირდება. მოძებნიან ალბათ გზებს, თუ როგორ დაეხმარნონ მხატვრებს," - თვლის მხატვარი მანანა ქავთარაძე.

თამუნა სხულუხია


ნანახია: 3053-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იუბილარი მხატვრების გამოფენას ყოველწლიური სახე აქვს. გასულ წელს იუბილეზე 12 მხატვარის ნამუშევრები იყო გამოფენილი.
მნახველს შეეძლო დაეთვალიერებინა 62 მხატვრის 134 ნამუშევარი ფერწერაში, ქანდაკებაში, გრაფიკასა და გამოყენებით ხელოვნებაში.
"მეგობრობის არტ -ფაქტი"-ს ფარგლებში შემაჯამებელი გამოფენა 7 ოქტომბერს, ქალაქის ცენტრში, ღია ცის ქვეშ გაიმართება, ხოლო გამოფენაზე

ამინდი