Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"არ შეიძლება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა,უმუშევარი იყოს ადამიანი"

თარიღი : 19-10-2015, 00:26 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
დღეს შემოვიდა საქართველოში მანკიერი წესი – დედები ტოვებენ თავის ოჯახებს, მიდიან უცხოეთში და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩებათ სახლში, - ამის შესახებ დღევანდელ ქადაგებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა.

პატრიარქმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. "დღეს შემოვიდა საქართველოში მანკიერი წესი - დედები ტოვებენ თავის ოჯახებს, მიდიან უცხოეთში და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩებათ სახლში. ზოგიერთი ფიქრობს, რომ არ არის სამუშაო, არ არის სამსახური. ეს არ არის სწორი. ყველაზე დიდი ქომაგი და დამხმარე ადამიანის არის ჩვენი დედამიწა. ღმერთმა მოგვცა ჩვენ დედამიწა ისეთი მადლიანი, რომ ადამიანი თუ მიწაზე იშრომებს, ბედნიერი იქნება. ამიტომ მინდა მოგმართოთ ყველას, მინდა მივმართო მათ, ვინც წასულია, ვინც უცხოეთშია, დაბრუნდნენ სახლში. სახლში უკეთესია", - ბრძანა ილია მეორემ.

მისივე თქმით, საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არ მოიძებნება. "ერთმა საქმემ თუ ვერ გაგიმართლათ, მოეკიდეთ მეორეს, მესამეს, მეათეს. არ შეიძლება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, უმუშევარი იყოს ადამიანი. იმედი მაქვს, ჩვენი ხალხი დაბრუნდება სამშობლოში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაეხმარება მათ, რომ სიუხვე და მადლი ჰქონდეთ", - აღნიშნა პატრიარქმა.


"ინტერპრესნიუსი"


ნანახია: 1725-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოდან ქალების მიგრაციის ძირითადი მიზეზი მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობებია. ქალები
ამის შესახებ დღვანდელი ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა.
ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
კიდევ ერთხელ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება, როგორც ტყუპი ძმები ერთად მოგზაურობენ და ერთად არიან, - ამის შესახებ
უწმინდესმა აღნიშნა, რომ წარმართები უძველეს დროს ზღვის ტალებს უყვებოდნენ თავიანთი ცოდვების შესახებ. ხოლო ებრაელები ვაცს, რომელსაც
ილია მეორემ საქართველოს და მთელ მსოფლიოს ბედნიერი აღდგომის გათენება უსურვა.

ამინდი