"მთელი საქართველოს მასშტაბით შევიკრიბეთ ქალები რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად"

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის იმ მხარდამჭერებს, რომლებიც ციხეში იმყოფებიან, მხარდამჭერა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არსებულმა ქალთა ორგანიზაციამ გამოუცხადა. ორგანიზაციის წევრები დღეს ქუთაისში, ქალაქის ცენტრალური მოედნის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მაია კვინიკაძე აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად ქალბატონები მთელი საქართველოს მასშტაბით შეიკრიბნენ.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის სამ ოქტომბერს სამი პირი დააკავეს. მათ რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე უმრავლესობის დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისათვის პიჯაკის შემოხევა და მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა ედებათ ბრალად.