"მე რომ ქუთაისის მერი ვიყო," - ნატო უგრეხელიძე

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას სახელწოდებით: "მე რომ ქუთაისის მერი ვიყო". აღნიშნულ რუბრიკაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იღებენ, რომლებიც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს და გეგმებს გაგვაცნობენ. რუბრიკის მორიგი სტუმარი ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის ქუთაისის ოფისის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ნატო უგრეხელიძეა.
„მე რომ ქუთაისის მერი ვიყო... მოცემულ საკითხზე საუბრისას უნდა აღვნიშნოთ, რომ ქალაქში გასაკეთებელი და შესაცვლელი მართლაც ბევრია. შესაბამისად, მე რომ ქალაქის მერი ვიყო, ბევრი სიახლის დანერგვა და განხორციელება მომიწევდა. უპირველეს ყოვლისა, ქალაქში შევქმნიდი საქარხნო წარმოების წყაროს და ავამუშავებდი ფაბრიკა-ქარხნებს, რაც შექმნიდა დამატებით სამუშაო ადგილს, დოვლათს ქალაქისა და ქვეყნის ეკონომიკისათვის. როგორც იძულებით გადაადგილებული პირი, გავაუმჯობესებდი ქალაქში მცხოვრებ დევნილთა მდგომარეობას. დევნილებს დავუნიშნავდი დახმარებას და ვეცდებოდი, რომ თითოეულ ოჯახში ერთი დასაქმებული მაინც ყოფილიყო. არ დავივიწყებდი ახალგაზრდებს. ზოგადად ვემხრობი იდეას, რომ ქუთაისი საუნივერსიტეტო ქალაქი გახდეს. ამ იდეის ხორცშესასხმელად ყველანაირ რესურსს გამოვიყენებდი. ქუთაისი უნდა იყოს სიცოცხლის და ახალგაზრდობის ქალაქი. შესაბამისად, უნივერსიტეტების ფილიალების აქ გადმოტანა, ხორცს შეასხამდა ამ იდეას. მსურს, რომ ჩემი ქალაქი უფრო კომფორტული იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ვეცდებოდი ქალაქში უფრო მეტი პანდუსის გაკეთებას და ამასთანავე მოვახდენდი კონტროლს, რომ შშმ პირებმა უპრობლემოდ შეძლონ პანდუსებით სარგებლობა. ქალაქში დღემდე გადაუჭრელია გარევაჭრობის თემა, რაც დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას. ამ ადამიანებისათვის შვქმნიდი სავაჭრო სივრცეს, სადაც გარემოვაჭრეები თავისუფლად შეძლებდნენ საქმიანობას,“ - ამბობს ნატო უგრეხელიძე.
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე topnewscomge@gmail.com -ზე თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და პროფესია. რუბრიკის სტუმრის მოსაზრებები საიტზე ეტაპობრივად ყოველ კვირას განთავსდება.