ირაკლი ალასანიას ყოფილი თანაგუნდელები ქართულ ოცნებას უერთდებიან

"თავისუფალი დემოკრატები"-ს ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით კუბლაშვილმა პარტია გუნდთან ერთად დატოვა. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კუბლაშვილმა აქვე გადაწყვეტილების მიზეზებიც განმარტა. მისი თქმით, "თავისუფალ დემოკრატებს" და "ნაციონალურ მოძრაობას" საერთო ინტერესები აქვთ, რაც მისთვის მიუღებელია. დავით კუბლაშვილი აღნიშნულის არგუმენტად იმას ასახელებს, რომ ორივე პოლიტიკური ძალა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების მომხრეა. "თავისუფალი დემოკრატები"-ს ყოფილი წევრები საქმიანობას "ქართულ ოცნება"-ში გააგრძელებენ.