"სპეციალური სერვისები"-ს მორიგი აქცია და ნარჩენებისგან გაწმენდილი ქუთაისის სკოლები
თარიღი : 18-10-2015, 12:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ააიპ "სპეციალური სერვისები"-ს თანამშრომლებმა ქუთაისის მასშტაბით დასუფთავების მორიგი მასშტბური აქცია განახორციელეს. კომპანიაში დასაქმებულებმა ამჯერად ის ტერიტორია დაასუფთავეს, რომლის დასუფთავება "სპეციალურ სერვისებ"-ს არ ევალება.
დასუფთავების სამუშაოები ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩიდან, ქუთაისის #24 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების" დამგველთა ჯგუფებმა ძირს დაყრილი ნარჩენების შეგროვება და მისი ტერიტორიიდან გატანა მოახდინეს.

დასუფთავებითმა სამუშაოებმა #24 საჯარო სკოლიდან #32 საჯარო სკოლასთან გადაინაცვლა. ავტომშენებლის ქუჩა და მისი მიმდებარე ტერიტორია ძირს დაყრილი ნარჩენებისაგან სრულიად გაიწმინდა. სამუშაოებში მონაწილეობა ააიპ "სპეციაური სერვისები"-ს კოლექტივის ყველაზე პატარა გულშემატკივარმაც მიიღო.

ააიპ "სპეციალური სერვისები"-ს მიერ აქციის სახით ჩატარებული დასუფთავებითი სამუშაოების ბოლო ადგილი #30 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია გახლდათ.
"ეს ის ადგილებია, რომლის მოწესრიგება არ გვევალება, მაგრამ მაინც დავასუფთავეთ, რადგან ააიპ "სპეციალური სერვისები" ქუთაისის მუდმივ რეჟიმში დასუფთავებასა და ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავს. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენს აქციას კომპანიის თანამშრომლის ოჯახის ყველაზე პატარა წევრი შემოუერთდა და თავისი წვლილი შეიტანა. ჩვენს მიერ მსგავსი ტიპის აქციები მომავალშიც განხორციელდება," - აცხადებს "სპეციალური სერვისები"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე.