Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოს 3 000-მა მოქალაქემ მიმდინარე წელს თავშესაფრის თხოვნით უცხოეთს მიმართა

თარიღი : 3-10-2013, 12:10 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
მიმდინარე წელს თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ყველაზე მეტი განაცხადი პოლონეთშია გაკეთებული. აღნიშნულ ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, წლის ბოლომდე მიგრაციასთან დაკავშირებით სრული სურათის დადგენა რთულია, თუმცა დღეს არსებული ინფორმაციით საქართველოდან წელს 3 ათასამდე განაცხადია გაკეთებული. აქედან 910 განაცხადი პოლონეთში, 838 გერმანიაში, ხოლო 430 შვეიცარიაშია გაკეთებული.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ამ ეტაპზე მონაცემები მხოლოდ 7 ქვეყნიდან აქვს მაშინ, როდესაც სრული სტატისტიკისთვის ცნობები 34 ქვეყნიდან გროვდება. ინფორმაციისთვის: მიგრაციის პიკი საქართველოდან 2011 წელს დაფიქსირდა, როდესაც თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განაცხადი 11 ათასზე მეტმა მოქალაქემ გააკეთა. გასულ წელს ეს ციფრი 10 972–ს შეადგენდა.


ნანახია: 1848-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისმა ადგილობრივი მედიისთვის ბრიფინგი გამართა.
"მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია" 1951 წელს დაარსდა.
უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევის მიზეზით საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში აბრუნებენ. მიმდინარე კვირაში

ამინდი