Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისმა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ქვეყნის მასშტაბით მეორე ქალაქის სტატუსი დაკარგა

თარიღი : 17-10-2015, 11:50 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისმა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ქვეყნის მასშტაბით მეორე ქალაქის სტატუსი დაკარგა.
საქტსტატის 2014 წლის მონაცემებით, თბილისის შემდეგ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორე ქალაქი ბათუმია.
"დემოკრატიისა და სამოქალაქო ინიციატივების ცენტრის" ხელმძღვანელის გიგა შუშანიას მიერ წარმოდგენილი საქსტატის მონაცემების მიხედვით, ქუთაისში გასული წელს 149 000 ადამიანი ცხოვრობდა, ბათუმში კი 153 ათასი.
"წარმოდგენილი სტატისტიკა ნათლად მიუთითებს, რა უმძიმესი შედეგები გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმარულმა, მავნებლურმა პოლიტიკამ ქუთაისთან მიმართებაში. ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად ქცევის იდეის წინააღმდეგ წარმოებულმა აქტიურმა კამპანიამ და კონსტიტუციის დარღვევით საქართველოს პარლამენტის ფაქტიურად დედაქალაქშა გადატანამ, გააჩინა საზოგადოებასა და ინვესტორებში განცდა, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს ქუთაისის განვითარება. საგანგაშო ამავე დროს ის არის, რომ სულ მალე ქუთაისის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეოთხე ქალაქი გახდება, რადგან ჩვენ ქალაქს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით რუსთავიც გადააჭარბებს. "- აცხადებს "დემოკრატიისა და სამოქალაქო ინიციატივების ცენტრის" ხელმძღვანელის გიგა შუშანია.


ნანახია: 5550-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რეგიონებში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით 9.3%-ით საკურორტო ზონებით აჭარის რეგიონი ლიდერობს.
გუბაზ სანიკიძის თქმით, მოსალოდნელიც იყო, რომ ქუთაისს მოსახლეობით გაუსწრებდა ბათუმი.
სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია
ქუთაისის საკრებულომ მხარი დაუჭირა საკითხს, რომლის მიხედვით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეული რაოდენობის ფართობი

ამინდი