Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თამაზ მეჭიაური:გავედით რეგიონებში, რათა უფრო ახლოს გავიგოთ ჩვენი ამომრჩევლების ხედვები

თარიღი : 16-10-2015, 15:34 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქვეყნის ხელისუფლება 2016 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით საჯარო განხილვებს მართავს. მორიგი განხილვა დღეს ქუთაისში გაიმართა. ქალაქის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მიმდინარე განხილვას საქართველოს პარლამენტის, სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"გავედით რეგიონებში, რათა უფრო ახლოს გავიგოთ ჩვენი ამომრჩევლების ხედვები ბიუჯეტთან დაკავშირებით. იმ კონკრეტულ პარამეტრებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელიც იმერეთის რეგიონს ეხება. ამის შემდეგ მოხდება მიღებული შენიშვნების გათვალისწინება," - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური.

ცნობისთვის, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებთან დაკავშირებით პირველი საჯარო განხილვა თელავში შედგა. ქუთაისის შემდეგ საჯარო განხილვები ფოთში, ოზრგეთში, ბათუმში, გორში, რუსთავში, დუშეთსა და ახალციხეში გაიმართება.


ნანახია: 2269-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბესიკ ბრეგაძის განცხადებით, მომდევნო წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, მათ რიგი შენიშვნები ჰქონდათ, რომლის დაფიქსირების საშუალებაც,
ამჯერად, არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები თერჯოლაში ჩავიდნენ და მოსახლეობას შეხვდნენ
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმის თქმით, პირველ ეტაპზე, განხილვები საარჩევნო სისტემის, საარჩევნო ადმინისტრაციების

ამინდი