ლევან ბერძენიშვილი: პარლამენტი მომავალშიც ქუთაისში დარჩება

პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი დღეს ქუთაისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, სადაც სხვადასხვა საკითხთან ერთად პარლამენტზეც ისაუბრა.
„ჩვენ სადაც არ უნდა შევიკრიბოთ, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ქუთაისში ვიღებთ. ასე რომ პარლამენტი არის ქუთაისში და ჩვენ კონსტიტუციის რეჟიმს ვემორჩილებით,“- განაცხადა ბერძენიშვილმა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის პირადად მხარს უჭერდა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანას, თუმცა აცხადებს, რომ პარლამენტი ქუთაისიდან ვერანაირად გადავა. ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი მომავალშიც ქუთაისში დარჩება.