Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერმა ქალაქში ახალი სასტუმროს მშენებლობა დაათვალიერა

თარიღი : 16-10-2015, 14:31 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში გრიშაშვილის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების ევროპული ტიპის სასტუმრო შენდება. სასტუმროს შპს „თეთრი ხიდი“ აშენებს. მშენებლობა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ დაათვალიერეს. სასტუმრო, რომელიც „ბაზისბანკის“ კრედიტით შენდება, 32 ოთახზეა გათვლილი და 60- მდე სტუმრის ერთდროულად მიღება შეუძლია. შენობაში სტანდარტული ნომრების გარდა 5 ლუქსი იქნება.

http://topnews.com.ge/photo/news/20151016143034.png


„სასტუმროების მშენებლობის აუცილებლობა ბაზარზე შემოსულმა ახალმა ტურისტულმა წინადადებებმა გამოიწვია. მათ შორის უნდა აღინიშნოს ქუთაისის აეროპორტის მნიშვნელობა, სადაც ათასობით უცხოელი შემოდის ყოველთვიურად,“ - განაცხადა ქუთაისის მერმა.


ნანახია: 2159-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მშენებლობა, რომლის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია 2017 წელს დასრულდება.
სასტუმროს მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება.
სასტუმროს, რომელიც ქალაქის ისტორიულ ცენტრში განთავსდება, 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი ექნება.
'სასტუმრო ქუთაისისთვის წიგნის ყდის ფუნქციას შეასრულებს'-ამბობენ მერიაში
თითოეული ბაღი 140 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.
სასტუმროს ინფრსტრუქტურა 3 საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს მოიცავს.

ამინდი