ქუთაისში კინოთეატრის ნაცვლად კოტონი გაიხსნა
თარიღი : 16-10-2015, 14:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მოადგილეებთან ერთად ყოფილი კინოთეატრ „საქართველოს“ შენობა დაათვალიერა. აღნიშნულ შენობაში თითქმის დასრულებულია მრავალფუნქციური გასართობი ცენტრის მშენებლობა, სადაც კინოს ექვსი ულტრათანამედროვე დარბაზი განთავსდება, მათ შორის ერთი საბავშვო, ხოლო ორი კი ე.წ. VIP დარბაზი. ქუთაისის მერის თქმით არათუ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში მსგავს კინოთეატრს ანალოგი არა აქვს. დღესვე, შენობის პირველ სართულზე სვაჭრო ცენტრი გაიხსნა, სადაც 1600 კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად ერთმა ბრენდმა „კოტონმა“ დაიკავა.