Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ავარიას სკოლის მოსწავლეები ემსხვერპლნენ

თარიღი : 16-10-2015, 13:12 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ორი ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. შემთხვევაში ორი მსუბუქი ავტომანქანა მონაწილეობდა. გარდაცვლილები არიან სკოლის მოსწავლეები. როგორც Topnews.com.ge-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ქუთაისის ფილიალში განუცხადეს, სამი ადამიანი კლინიკურ საავადმყოფოსა და ინტერვენციული მედიცინის ცენტრში დაზიანებებით გადაიყვანეს. ახლობელთა ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება ორ დაღუპულს, მათი გარდაცვალება კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მოხდა.

როგორც Topnews.com.ge-სთვის გახდა ცნობილი, ავარიის შედეგად დაშავებული და გარდაცვლილი პირები სახინკლეში იმყოფებოდნენ და სახლში ბრუნდებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევა კი არაფხიზელმა მდგომარეობამ გამოიწვია.


ნანახია: 13955-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც ტოპნიუსს სასწრაფო დახმარების
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში.
ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავარია 25 თებერვალს, ღამით მოხდა.
ქუთაისთან ახლოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული სპორტსმენებისმ-მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი ლომინაძის ჯანმრთელობის
ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 4 პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში

ამინდი