Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ივანიშვილი: მემგონი ბენზინი უახლოეს მომავალში გაიაფდება

თარიღი : 3-10-2013, 11:55 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
ბენზინი უახლოეს მომავალში გაიაფდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიების ხელმძღვანელებთან და პოლიტიკური თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, აზერბაიჯანში ამჟამად ქართული დელეგაცია იმყოფება, რომელიც მოლაპარაკებებს მართავს.

მისი თქმით, ტრანზიტული ფუნქცია არ უნდა დაიკარგოს და უნდა აღდგეს.

"ბენზინი მემგონი უახლოეს მომავალში გაიაფდება, შეიძლება ამ ვიზიტის შემდეგაც, მაგრამ არ მინდა მოვლენებს დავასწრო. ფასები ვერ განახევრდება, ეს არასდროს მითქვამს, მაგრამ დაკლების ტენდენცია იქნება", - აღნიშნა ივანიშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ტრანზიტებით ფული კეთდებოდა და ჯიბეებში გადადიოდა და ამაზე პროკურატურა მუშაობს, დღეს კი ის რაც ჯიბეებში გადადიოდა გაზსა და ნავთობზე დღეს სახელმწიფოს ხმარდება.

მისი თქმით, ადეიშვილი და მისი ჯგუფი ახორციელებდა მონიტორინგს მთელ ბიზნესზე და ბაზრობაზე მდგომი ქალბატონებიც კი ჰყავდათ აღრიცხვაზე და ნებისმიერ გადარიცხვას თვალყურს ადევნებდნენ.
რაც შეეხება ფარმაცევტულ ბაზარს, მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით გამზადებული პროექტი არსებობს, რომელიც სიტუაციის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

commersant.ge


ნანახია: 1844-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდურ და ონლაინმედიასაშუალებებთან შეხვედრაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სია ცნობილი გახდება.
ამის შესახებ განცხადებას კოალიციის ერთ-ერთი წევრი აკეთებს.
“ხალხის პარტიის“ ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ,
ივანიშვილის თქმით, თანხის ოდენობა, რომელიც ინსტიტუტის შენახვისთვის იქნება საჭირო ინსტიტუტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გახდება
'ყველაფერს მიმოვიხილავ და შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა პოზიციას, რაც გაინტერესებთ'

ამინდი