იტვირთება

ხონი იუნესკოს განათლების ქსელის წევრობის კანდიდატია

ხონი იუნესკოს განათლების ქსელის წევრობის კანდიდატია

ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე სამუშაო  მივლინებით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. 

ვიზიტი მიზნად  იუნესკოს განათლების ქსელის წევრი  ქალაქების გამოცდილების გაზიარებასა და სწავლის უწყვეტობის კოცეფციის შედეგების ადგილზე გაცნობას ისახავდა. 

შეხვედრები გაიმართა ჰამბურგის უნივერსიტეტში, იუნესკოს ოფისში, გარემოს დაცვის, კლიმატისა და სოფლისმეორნეობის სამინისტროში, სახალხო უნივერსიტეტის  ჰამბურგის ოფისში, გელზენკირხენის მერიაში, გელზენკირხენის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, DVV International -ის ბონის სათაო ოფისსა და ბონის  ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. 

"საუბარი შეეხებოდა იუნესკოს განათლების ქსელის წევრობის საკითხებს, განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, წარმატებებს და  შედეგებს. 

ვიზიტის ფარგლებში, ჯგუფის წევრები  გაეცნენ განათლების ქალაქების სივრცითი დაგეგმარების სამოდელო მაკეტებს, ინტერდისციპლინალური გუნდის მუშაობის პრინციპებს და აღნიშნული ქალაქების სასწავლო მიზნებს, რომლებიც სტრატეგიული დოკუმენტებით არის გამყარებული. 

სასწავლო ვიზიტში  მონაწილეობას   ამბროლაურის, ახალციხის, წალენჯიხის, სენაკის, კასპის  მუნიციპალიტეტების  მერები, მერის მოადგილეები,   საჯარო მოხელეები და ზრდასრულთა და სათემო განათლების ცენტრების ხელმძღვანელები იღებდნენ.

 ხონის მუნიციპალიტეტი წელს  იუნესკოს განათლების ქსელის წევრობის კანდიდატია. განაცხადი ხონის მერიიდან  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იუნესკოს ეროვნულ ოფისში მაისის ბოლოს გადაიგზავნა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,  საერთაშორისო კომისიის გადაწყვეტილება ოქტომბრის ბოლოს გახდება ცნობილი. 

ვიზიტი გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის თბილისის პროექტთა ბიუროს მიერ იყო ორგანიზებული,"-აცხადებენ ხონის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები