ქუთაისში ტურისტების მოსაზიდად ქალაქის მერია პოლონეთში გამოფენას აწყობს

ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი და ტურიზმის განყოფილების თანმაშრომლები 2015 წლის 15-17 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ პოზნანში გამართულ საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში „Tour Salon“ მონაწილეობენ. გამოფენაზე ქალაქ ქუთაისისა და მისი შემოგარენის ტურისტული პოტენციალი საგამოფენო სტენდით არის წარმოდგენილი. ვიზიტის ფარგლებში მოხდება ქუთაისის ტურისტული პროდუქციის პოპულარიზაცია. ყველა დაინტერესებულ პირს გადაეცემა ქალაქის ტურისტული ღირშესანიშნაობებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის ამსახველი ბროშურები.
აღნიშნული ღონისძიება იმ აქტივობების ნაწილია, რომელსაც ტურიზმის განყოფილება წლის განმავლობაში ქუთაისის, როგორც ტურისტული ქალაქის ცნობადობის გაზრდისა და მეტი ტურისტის მოზიდვის მიზნით ახორციელებს.
აღნიშნული ღონისძიება იმ აქტივობების ნაწილია, რომელსაც ტურიზმის განყოფილება წლის განმავლობაში ქუთაისის, როგორც ტურისტული ქალაქის ცნობადობის გაზრდისა და მეტი ტურისტის მოზიდვის მიზნით ახორციელებს.