სოფლად შემოსავლების ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა-ახალი პროექტი საჩხერეში
თარიღი : 16-10-2015, 12:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საჩხერის მუნიციპალიტეტში ფერმერთა მომსახურებისა და მექანიზაციის სერვის ცენტრი გაიხსნა. ცენტრი იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, საჩხერის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (usaid) წარმომადგენლებმა გახსნეს. აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ღირებულება 19.5 მილიონი დოლარია.პროგრამის მიზანია სოფლად შემოსავლების ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა, აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვა და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა.თანხის ძირითადი ნაწილით სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა და მისაბმელები შეიძინეს, რადგან რაიონში მცხოვრებლებს დაეხმარონ. ცენტრი იმერეთის რეგიონში 7000 ფერმერს მოემსახურება, 4000 ფერმერს კი ტრენინგი ჩაუტარდება, რაც ხელს შეუწყობს მათ მიერ მოყვანილი პროდუქციის ხარისხის ამაღლებას. ასევე, გათვალისწინებულია მექანიზაციის და ფერმერთა მომსახურების ცენტრების, სასაწყობო მეურნეობის, მცირე და საშუალო ზომის გადამამუშავებელი საწარმოების დახმარება, რის შემდეგაც სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება.