ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საჯარო მოხელეებს სერტიფიკატები გადასცა
თარიღი : 15-10-2015, 22:21 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში საჯარო მოხელეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ სკოლის დირექტორთან ქეთევან ჯაყელთან ერთად 42 საჯარო მოხელეს სერტიფიკატები გადასცა.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა საჯარო მოხელეებმა „საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების“ პროგრამის ფარგლებში, ერთთვიანი გადამზადება შემდეგ დარგობრივ კურსებზე გაიარეს: „სახელმწიფო შესყიდვები“,“ადამიანური რესურსების მართვა და საქმის წარმოება“,“ საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია“, „საჯარო ორგანიზაციების მართვა“.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში მე-4 ნაკადისთვის სწავლება 14 სექტემბერს დაიწყო და 14 ოქტომბერს დასრულდა.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2005 წელს დაარსდა. სკოლის მიზანია სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა პროფესიული დონის ამაღლება სპეციალურად შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით და მათი საჯარო ადმინისტრირების ერთიან სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა.