"სპეციალური სერვისები" საგანგებო რეჟიმში მუშაობს
თარიღი : 15-10-2015, 22:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

უამინდობის მიუხედავად, მთელი დღის განმავლობაში ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები" დავითი და კონსტანტინეს ქუჩაზე გზისა და ღვარსადენის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდა. მძიმე ტქნიკისა და ცოცხალი მუშახელის მეშვეობით გაიწმინდა გზის სავალი ნაწილი და გადაიბელა ხეები. ნალექის შედეგად წარმოქმნილი შლამისა და მიწის საფარისგან სრულიად ამოიწმინდა გარე ღვარსადენის ქსელი.


