მდინარე რიონში მამაკაცის გვამი იპოვეს
თარიღი : 15-10-2015, 14:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

მდინარე რიონში მიმდინარე სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. მაშველებმა მდინარიდან 80 წლამდე მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. როგორც Topnews.com.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში განუცხადეს, მამაკაცი მდინარეში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა და მისი აღნიშნული ქმედების შესახებ ოჯახს ინფორმაცია ჰქონდა.