"აქციის გამართვა ბიძინა ივანიშვილმა გვაიძულა," - პროტესტი პარლამენტთან

საპარლამენტო უმცირესობის, "თავისუფალი ზონი"-სა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდამჭერებმა ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა მოთხოვნას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რუსთავი 2-ის მხარდამჭერების გათავისუფლება, ასევე, დაკავებულთა მეგობრების მოწმის სახით დაკითხვის შეწყვეტა წარმოადგენდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტის გამოხატვა მათ ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა აიძულა, რადგან მათივე თქმით, რუსთავი 2-ის მხარდამჭერები პატიმრები ივანიშვილის დაკვეთით არიან.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლზ ნარსიას, კახა გაბუნიასა და მირიან დეისაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიმდინარე თვის დასაწყისში, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარი ინცინდენტისათვის დააკავეს. დაკავებულებს უმრავლესობის წევრ დავით ლორთქიფანიძისათვის პიჯაკის შემოხევას და შეურაცხყოფას ედავებიან.