გია ყანჩელის 80 წლის იუბილეს ქუთაისში აღნიშნავენ

ქუთაისში კომპოზიტორ გია ყანჩელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. კონცერტი, რომლის მხარდამჭერი ქუთაისის მერიაა, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში 30 ოქტომბერს გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ: საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, ასევე, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის გუნდი (ქორმაისტერი ირინე ლომინაძე). სოლისტები: ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, გიორგი ცაგარელი (ალტი).
საიუბილეო კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება.
საიუბილეო კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება.