თერჯოლის სოფელში უცნობი მღვიმე აღმოაჩინეს
თარიღი : 15-10-2015, 11:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში უცნობ მღვიმეებზე ტური განხორციელდა. აღნიშნული მიზნით მუნიციპალიტეტს სამუშაო ვიზიტით პროფესორი გიორგი დვალაშვილი ტურიზმის განვითარების სამსახურთან ერთად სტუმრობდა. თერჯოლაში აღმოჩენილი და შესწავლილია მღვიმე სოფელ ძევრში ქვევრულას ხეობაში მდებარე მღვიმე. ასევე, მოეწყო ექსპედიცია ქვევრულას ხეობაში და ალისუბნის კანიონში. აღნიშნულ ობიექტებს ძეგლის სტატუსი მიენიჭება.